პრეზიდენტი: წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ზეიმობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“გილოცავთ რესპუბლიკის დღეს!
ვულოცავ იტალიელ ხალხს ამ დღეს. წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ზეიმობს. მომავალ კვირას სახელმწიფო ვიზიტით იტალიას ვესტუმრები ჩვენს კულტურებსა და ხალხს შორის ათასწლოვანი ახლო კავშირების განსამტკიცებლად”, – წერს პრეზიდენტი.
Happy #FestadellaRepubblica 🇮🇹!
Congratulations to the Italian people today. This year, Georgia and Italy celebrate 30 years of diplomatic relations. Next week, I’ll be on a State Visit to Italy to reaffirm the thousands of years of close ties between our cultures, our peoples.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 2, 2022