ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0307 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2477 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.