კახა კალაძე: ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილია ელოშვილის დაკარგვის გამო

თბილისის მერი, კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში. დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები