დღეს ნინოობაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოში წმინდა ნინო, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელთ. სწორედ მისი ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1-ელ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები