მაია ბითაძე დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობინ ტევერსონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობინ ტევერსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო კომიტეტის მიმდინარე საქმიანობას, საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებს, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებს.
„სტუმარს გავაცანით კომიტეტის სამუშაო გეგმა, მათ შორის, აქცენტები გაკეთდა კლიმატის ცვლილებაზე, ენერგოეფექტურობაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და „მწვანე ეკონომიკაზე“. საუბარი შეეხო აგრეთვე იმ კანონპროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე განიხილება კომიტეტში. ასევე, ვისაუბრეთ ბრიტანეთსა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, როგორიცაა ურბანული გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების გაფართოება,“ – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი.