თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.