არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომში გამარჯვებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე დასჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომში გამარჯვებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე დასჭირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მინდა, გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რუსული „სპეცოპერაცია“ ჩვენ უკვე დავამარცხეთ. თუმცა, ომში გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის. ის ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ რამდენიმე თვე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით „შეიცვალა ტემპი, შეიცვალა მიმდინარე მოვლენების ლოგიკა, ხერხები, ბრძოლის მეთოდები“.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, საჭიროა ომში გამარჯვება სამხედრო, დიპლომატიურ, საინფორმაციო და ეკონომიკურ ფრონტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები