ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მისი საქმიანობით უკმაყოფილოა და ომბუდსმენის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სურს

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ 31 მაისს, უმაღლესი რადას დეპუტატები მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს კენჭს უყრიან.

მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული და სახალხო დეპუტატებს უნდობლობის დოკუმენტზე ხელის მოწერა უკვე მოსთხოვეს.

„ახლა გავიგე, რომ პრეზიდენტის ბრძანებით ხვალ იგეგმება უნდობლობის გამოცხადება ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი რადას წარმომადგენლისთვის. ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატი არ არის კმაყოფილი ჩემი, როგორც უკრაინის ომბუდსმენის საქმიანობით, აქტიური მუშაობით, რომელიც მიმართულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები უკანონოა“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები