სისხლიანი გარჩევა სამგორში – ექიმები 15 წლის ბიჭის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ

სამგორში არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. ინციდენტის შედეგად, დაიჭრა 15 წლის ბიჭი, რომელსაც დანით არაერთი მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, გულმკერდის და მუცლის არეში.

ექიმები მოზარდის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი 74-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და მასში ამავე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები