მაღაზიის პროგრამა ოპტიმო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

ბიზნესის წამოწყებას აპირებთ და არ იცით, საიდან დაიწყოთ? უპირველესი, რაც გამართულად მუშაობისა და წარმატებისთვის გჭირდებათ მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის პროგრამა ოპტიმოა.

ოპტიმო განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისა და კვების ობიექტისთვის, იგი ეხმარება ბიზნესის მფლობელსა და მენეჯერს სწორად განსაზღვროს განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და უფრო მარტივად მართოს ბიზნესი. რა იგულისხმება ამ სიმარტივეში?

 

ოპტიმო ზედმეტი ადამიანური რესურსისა და ფინანსური ხარჯის გარეშე აღრიცხავს და აკონტროლებს მარაგებს, შესაბამისად მუდმივად გაქვთ ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის ზუსტი რაოდენობების შესახებ.

იგი იძლევა მზა სტატისტიკასა და ანალიტიკას გაყიდვებისა და შესყიდვების შესახებ, მისი დახმარებით მარტივად შეგიძლია გაიგო, რომელია შენი ბესტსელერი პროდუქტი და არასდროს გახადო ის დეფიციტური.

ბოლო პერიოდში ბაზარზე ხშირად იცვლება პროდუქციის ფასი. რომელიმე პროდუქტის ძველი ფასით რეალიზაცია ბუნებრივია რომ პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ თუ ისარგებლებთ ოპტიმოთი იგი მიგანიშნებთ ცვლილებებზე, მოგცემთ შესაძლებლობას ნახოთ ძველი ფასი და სწორად განსაზღვროთ ახალი.

ოპტიმო საუკეთესო პროგრამაა მაღაზიებისთვის, რომელიც არა მხოლოდ ბიზნეს მენეჯერს ეხმარება საქმის გამარტივებაში, არამედ მოლარესაც. იგი მოქნილი სისტემით გამოირჩევა და ეხმარება მოლარეს აწარმოოს გადახდები სწრაფად, მალ-მალე გაისტუმროს მომხმარებლები, მოემსახუროს უფრო მეტ ადამიანს და თავიდან აიცილოს რიგები.

ამასთანავე, ოპტიმო მოლარეს აძლევს საშუალებას, გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს და იზრდება შანსი იმისა, რომ კიდევ მოუნდეთ მათ თქვენთან დაბრუნება.

გარდა ამისა, ოპტიმოს საშუალებით მოლარეს აქვს შესაძლებლობა პროდუქტი მოძებნოს არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია, რაც ბევრად ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის გაყიდვის პროცესს;

მას შემდეგ რაც გამართავ ოპტიმოს პროგრამას შენს ობიექტზე, გეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელიც გასწავლის მუშაობას, დაგეხმარება მარტივად შეიყვანო შენი ობიექტის პროდუქცია პროგრამაში და სრულიად უფასოდ გაგიწევს მუდმივ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ამ ყოვლად მოსახერხებელი პროგრამის დაყენება არაა დაკავშირებული დიდ ფინანსებთან, თვეში მხოლოდ 40 ლარადაა შესაძლებელი გაიმარტივოთ ბიზნესის მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს optimo.ge-ს, შეავსოს აპლიკაცია, სადაც მიუთითებს პირად მონაცემებს და კომპანიის სახელს, შემდეგ კი უნდა დაელოდოს ოპტიმოს წარმომადგენლების ზარს. პირველი 14 დღე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ პროგრამით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში თქვენს ნაცვლადაც კი „ფიქრობს“ თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები