მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,კარწახი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4360 ღერი, არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები