ირაკლი კობახიძე – ზაალ უდუმაშვილზე: პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი
პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილის წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას.
კობახიძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის ყოველგვარი ზღვარია წაშლილია.
„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა, რომ ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და მედიაში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.