ზაალ უდუმაშვილი “ნაცმოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება

ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების.

ვფიქრობ, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება – რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით,რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები