ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციას: ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს

ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ომის დაწყება, რასაც ვერ მიაღწიეს.

„საბოლოოდ რომ ვთქვათ, აქციები, რომელიც დააორგანიზეს ამ ადამიანებმა, დღეს თქვეს, რომ სანქციებს თურმე არ უერთდებოდნენ, იარაღის გადაცემა, ჩარტერული რეისების გაშვება, ყველაფერი ეს უკავშირდებოდა ერთადერთ მიზანს – რაიმენაირად ომის დაწყებას საქართველოში და რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი.

ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი იქნებოდა პასუხისმგებელი. ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს”, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები