“მხარს გიჭერთ, პრემიერმინისტრო, იმ სიფრთხილეში, რომ ჩვენი ანტაგონიზმი რაიმე სახის აფეთქებაში არ გადაიზარდოს“

მხარს ვუჭერ იმ სიფრთხილეს, რასაც თქვენ ახორციელებთ, სწორედ სიფრთხილეა ახლა საჭიროა, არამარტო იმ საკითხებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, უკრაინის ომსა და რუსეთთან ურთიერთობაში, არა სიფრთხილეა საჭირო იმაში, რომ ჩვენი ასეთი ანტაგონიზმი ერთმანეთში, არ გადაიზარდოს რაიმე სახის აფეთქებაში. ასე, რომ ამ სიფრთხილეში მე მხარს გიჭერთ, პრემიერმინისტრო, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, დღეს არის ურთულესი ვითარება, რადგან მავრმა პოლიტიკაში თავის საქმე გააკეთა.
„თვალშისაცემია ისეთი უბრალო, ისეთი მარტივი კითხვაც კი, როგორიც დაისვა ორი დღის წინ, ვინ თვლის, რომ საქართველოს ღირსია შესვლის და ვის უნდა შესვლაო, ამაზე არ იყო მყისიერი რეაგირება, ორი დღე დაგვჭირდა, გვეთქვა, რომ კი, ყველას გვინდა. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამას ყველა იტყოდა და მომავალშიც ყველა იტყვის, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ შესაძლოა, არსებობდეს სიხარული, თუ ეს არ განხორციელდა, ერთგვარი თავდასხმის მიზეზი გახდეს კონკრეტულად ხელისუფლება – რომ აი, ეს შენი ბრალი იყო. ინტერესი იმისა, რომ ეს არ გაკეთდეს, იმედია, არ არის, მაგრამ გამოსჭვივის ის, რომ აუცილებლად ასე მოხდება, მოხდება ის, რომ ბრალდებულის ძებნაში ერთგვარი სიხარულის მინიჭება შეიძლება, მიიღოს ზოგიერთმა ჩვენმა პოლიტიკურმა სეგმენტმა. ეს არის ურთულესი ვითარება, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მავრმა თავის საქმე გააკეთა. შევხედოთ როგორი დაპირისპირებაა. ასეთი დაპირისპირება პოლიტიკურ ფარგლებს დიდი ხანია, ცდება და სწორედ წითელი ხაზების გადაკვეთას, რაზედაც მე ვსაუბრობდი სწორედ ეს იწვევს. წითელი ხაზის გადაკვეთაა ის, რომ დიახ, მეფე ერეკლეს ჰყავს მეზარბაზნეები, მაგრამ რომ არ ჰყავდეს, არ შეიძლება ამ ინფორმაციის ქვეყნის გარეთ გატანა. ეს წითელი ხაზია. წითელი ხაზია, თუნდაც ის, რომ დღეს, როდესაც ყველა ველოდებით ამ საკითხის გადაწყვეტას და როდესაც ასაფეთქებელ კასრზეა ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირება, ის, რომ დღეს ეს არ ფეთქდება, ამას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე.
ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მადლობა ღმერთს, ქიმერამ ვერ შეაღწია ბრძენ ამომრჩველსა და ქართველ ხალხში ისე, როგორც ადვილად მოერია პოლიტიკური ელიტას. მეორე ის, რომ მე ვთქვი მხარს ვუჭერ იმ სიფრთხილეს, რასაც თქვენ ახორციელებთ, დიახ, სწორედ სიფრთხილეა ახლა საჭიროა, არამარტო იმ საკითხებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინის ომსა და რუსეთთან ურთიერთობაში, არა სიფრთხილეა საჭირო იმაში, რომ ჩვენი ასეთი ანტაგონიზმი ერთმანეთში არ გადაიზარდოს რაიმე სახის აფეთქებაში. ასე, რომ ამ სიფრთხილეში მე მხარს გიჭერთ პრემიერმინისტრო.
მინდა, ასევე ვთქვა, დამოუკიდებლად იმისა, ეს ოპოზიციაა თუ პოზიციაა, ბედნიერი ვარ, რომ ორივე სეგმენტში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარია, ისინი ჩაერთონ, რადგან მათი ენერგია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. არ შეიძლება, ენერგიული ადამიანების ისეთ პოზაში ყოფნა, როდესაც ისინი ქიმერას მოემსახურებიან“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები