ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციას: საერთოდ, ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს?

“ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ”, – ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას მიმართა.

მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. პრემიერის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი. „თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები