ნიკოლოზ სამხარაძე: ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა

ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ლელოს“ დეპუტატს, დავით უსუფაშვილს გამოეხმაურა.

სამხარაძის თქმით, ოპოზიციამ ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს.

“ეს ტრიბუნა მსურს, საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოვიყენო, თუმცა, ბატონ დავითს უსუფაშვილს მინდა, ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს, ამას არ იმსახურებს. კიდევ იცით, რას არ იმსახურებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას არ იმსახურებს და თქვენს ლიდერს, ამასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით, რას არ იმსახურებს, თქვენი სახით“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები