სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს სამივე მსჯავრდებული ესწრება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

“თიბისი” ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 2008 წლის აპრილ-მაისში მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა – სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები