ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
ამის შესახებ ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადებით, ვაშინგტონის მერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.
„საქართველომ 1991 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქართველი ხალხი და ქართული დიასპორა ამ თარიღის 31 წლისთავს დიდი სიამაყით აღნიშნავს.
ქართული სათვისტომო არის ვაშინგტონის სოციალური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ქვეყნის შესანიშნავი კულტურისა და ისტორიის წამოწევას ახდენს ქართული ცენტრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დააფუძნეს პირველი თაობის იმიგრანტებმა, რომლებიც აშშ-ში უკეთესი ცხოვრების ოცნებით ჩამოვიდნენ.
კოლუმბიის ოლქს აქვს პატივი და მოხარულია, მიესალმოს საქართველოს ახალ ელჩს, დავით ზალკალიანს, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.
ელჩი ზალკალიანი 9 ივნისს უმასპინძლებს მიღებას, რომელზეც აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის 30-წლიან დიპლომატიური ურთიერთობები.
ვაშინგტონის მერი 26 მაისს, ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ აცხადებს“, – აღნიშნულია ვაშინგტონის მერის განცხადებაში.