მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს ურყევი ნებაა, ევროკავშირის წევრი გახდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ურყევი ნებაა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ერთიანია პოზიცია, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, სტაბილურობა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს განვითარების. დარწმუნებული ვარ, ამას გაიგებენ ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.