გია ვოლსკი: კარგი იქნებოდა, 26 მაისს მეტი კონსოლიდაციით შევხვედროდით

“კარგი იქნებოდა, რომ 26 მაისს მეტი კონსოლიდაციით შევხვედროდით”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ველზე დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა.

„კარგი იქნებოდა, რომ 26 მაისს მეტი კონსოლიდაციით შევხვედროდით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ველზე დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა. მადლობა ღმერთს, რომ საზოგადოებაში ასეთი ხარისხის დაპირისპირება არ არის, მაგრამ ამასაც მონდომება სჭირდება. არ არის ეს ქვეყანა პოლიტიკოსების, ეს არის ხალხის ქვეყანა და, რასაკვირველია, მათი კარნახით უნდა წყდებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენს პოლიტიკოსებს არ ესმით”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები