თეა წულუკიანი: გვეამაყება, რომ დღეს ჩვენი ერი ისევ ფეხზე დგას, ისევ ამაყად, საკუთარი ენის, სარწმუნოებისა და კულტურის სადარაჯოზე
საქართველოს ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“საქართველოს ყველა მოქალაქეს, სადაც უნდა იმყოფებოდეს დღეს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო, მინდა – მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე ჩვენ მოვიპოვეთ საუკუნოვანი ბრძოლების შედეგად, საკუთარი სისხლით და ძალიან ბევრი დანაკარგით. გვეამაყება, რომ დღეს ჩვენი ერი დგას ისევ ფეხზე, დგას ამაყად, დგას საკუთარი ენის, სარწმუნოებისა და კულტურის სადარაჯოზე. ვაერთიანებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და წარმატებით გავერთიანდეთ იმ ევროპულ ოჯახში, რომელშიც არსი ჩვენი ბუნებრივი ადგილი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.