დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა.
“პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23)
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
• გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.