პრეზიდენტი ტეხასის სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. შესაბამის განცხადებას პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს.

„საშინელი ტრაგედია ტეხასში. ბავშვების უაზრო, სასტიკი მკვლელობა.

ასეთი ძალადობის შესახებ სიტყვების მოძიება რთულია. ჩემი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, უვალდის საზოგადოებას და ამერიკელ ხალხს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი. თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები