პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოჩენილი ქართველი მთარგმნელების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო.

ყველა მთარგმნელს გარკვეულწილად მაკავშირებელი ხიდის ფუნქცია გააჩნია, რომ ჩვენც გავაგებინოთ სხვებს თუ რა სიმდიდრე დევს ქართულ კულტურაში და ჩვენც გავიგოთ თუ რა სიმდიდრე არსებობს სხვა კულტურებში“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თარჯიმნებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე პირადად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები