სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს

ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შევხვდი ასა რეგნერს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მუშაობს.

ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები