ეროვნულ არქივში გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები” გაიხსნა
მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე “საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები” დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველ მასალას, ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს, ხელნაწერებს, ფოტო და სხვა საარქივო დოკუმენტებს; ასევე პატრიარქების მემორიალურ ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული.
ექსპონატები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გრძელ და რთულ გზას ასახავს. გამოფენა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 22 ივნისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. გამოფენის კურატორი – ქეთევან ასათიანი.