ირაკლი კობახიძე: სულ 3 ხელშესახები მიღწევა გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით და სამივე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას

სულ 3 ხელშესახები მიღწევა გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით და სამივე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას – ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მმართველმა პარტიამ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45% შეასრულა, რაც ბევრად დიდი შედეგია ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის.

„სულ 3 ხელშესახები მიღწევა გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით და სამივე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ჩვენ შევასრულეთ იმ ვალდებულებების 45%, რომელიც ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ეს უპრეცედენტო და ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე აქვს უკრაინასა და მოლდოვას. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა ყველაფერი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გვქონდა დიალოგი იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები