არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს

რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა თავისი ფუნქცია, რომ ოპონირება გაუწიოს მმართველ გუნდს და სინამდვილეში ის ქვეყანასთან დაპირისპირებული ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

“ვნახეთ ანგარიშები, ვნახეთ საერთაშორისო მედიაში მათი კომენტარებით ჩართვები, ვნახეთ ეს ადამიანები ასევე შეხვედრებზეც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, სადაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ როგორმე ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის ანტიგმირებს. ერთ-ერთი ანტიგმირი გახლავთ ელენე ხოშტარია, რომელიც ანგარიშის თანაავტორია, სადაც პირდაპირ ფაქტების დამახინჯებით ხდება იმის არგუმენტირება, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები