პრემიერმა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ სტატიაზე- არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ეს მორიგი დადასტურებაა იმის, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, არ აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი განცხადების მორიგი დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყოს ასახული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, ის არის მორიგი დადასტურება იმ ინფორმაციის, რაც მე ახლა გითხარით. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები