საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსა და აშშ დოლარის მიმართ მცირედით გამყარდა.
სებ-ის მონაცემებით, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9036 ლარი ეღირება, ევრო – 3.0738 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6240 ლარი.
დღევანდელი კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9262 ლარი ღირდა, ევრო – 3.0789 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6338 ლარი.
ლარის განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.