დავით სერგეენკო: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა-არგადაყვანაზე გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ
პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა-არგადაყვანაზე გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ.
„საზღვარგარეთ გადაყვანა-არგადაყვანაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ერთადერთი პროფესიის ადამიანებმა. ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რადგან მათზე არის დიდი ზეწოლა. ერთადერთი სწორი გზა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, საზღვარგარეთ იქნება, ადგილზე იქნება თუ სხვა, არის ის, რომ ეს ექიმებმა უნდა თქვან“, – აღნიშნა სერგეენკომ.