ბებნისის მეურნეობაში სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ბებნისის მეურნეობაში არსებული სტადიონის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ამორტიზებული ღობის დემონტაჟი, მოეწყობა ახალი ღობე, სარბენი ბილიკი და განათება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარბენი ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. სამუშაოებს ასრულებს შპს „დაგი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები