გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„დღეს მე-12 კლასელებისთვის ემოციებით სავსე დღეა. ისინი მშობლიურ სკოლას ემშვიდობებიან და განსხვავებული ცხოვრების გზას ადგებიან და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები გზად შეხვედრილ ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
მინდა, ყველა მე-12 კლასელს, განსაკუთრებით, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ახალგაზრდებს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება”, – აცხადებს გოგი მეშველიანი.