ბრიტანეთის დაზვერვა: ”აზოვსტალის” ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების გაურკვეველი რაოდენობა რჩება

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მარიუპოლში, ”აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში 1700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა.

მათივე ცნობით, ქარხანაში უკრაინის სამხედრო ძალების გაურკვეველი რაოდენობა რჩება.

“მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლს აიღებს, დიდი ალბათობით, ქვედანაყოფებს დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად გადაიყვანენ.

მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების მტკიცე წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ამ რეგიონში ხელახლა უნდა განლაგდნენ და ძალები აღიდგინონ, რაც ხანგრძლივი პროცესია.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო მეთაურები მიზნების მიღწევის გამო, ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი ძალებს სპეციალური მომზადების გარეშე გაანაწილებს, რაც სამხედრო ოპერაციების წარმატებას ხელს შეუშლის”, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები