ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭვირვალე და რთული პროცედურა

ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭვირვალე და რთული პროცედურა წარდგენილი. ამაზე პასუხს ვაგებ, როგორც იურისტი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოში მოსამართლეების შერჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, პრაქტიკულ მხარეს რაც შეეხება, შეფასდნენ მოსამართლეები, იმაზე კი არ საუბრობენ, რომ ვიღაცას მეტი ეკუთვნოდა, ვიღაცას ნაკლები, არავითარი ფაქტი არ არსებობს აქაც.
„გამჭვირვალობას რაც შეეხება, ჯერ იუსტიციის საბჭოში ლაივსტრიმით გადაიცემოდა კონკრეტული პროცესი, კითხვები, პასუხები, ყველაფერი. პარლამენტში როცა გადმოვიდა, აქაც პირდაპირ ეთერში შეეძლო მთელ საზოგადოებას, არა მარტო თვალყური ედევნებინა, იურიდიულმა კომიტეტმა მიიწვია აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, ენჯეობი და ა.შ., რომ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის. სად არის აქ გამჭვირვალობის დეფიციტი? ამას ვამბობთ ზუსტად, რომ, შესაბამისად, არის ნული ფაქტები, ცარიელი ზეპირი საუბარი. ჩვენ როდესაც განვიხილავთ რეფორმის პროცესს, დაგვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზეპირი საუბარი. ფაქტების და მტკიცებულების საფუძველზე თუ მივიღებთ სამართლიან შენიშვნებს, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე გატარდება კონკრეტული რეფორმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები