არჩილ თალაკვაძე: არ მგონია, სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს
არ მგონია, სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე ქვეყანაში იყო და ჩამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი ხედავს, რომ საინფორმაციო ზედაპირიდან ჩადის, იბარებს მის თანაგუნდელებს და მათგან აქტიურობას.
„სააკაშვილი როგორც კი ხედავს, რომ საინფორმაციო ზედაპირიდან ჩადის ქვევით, ჩემი აზრით, იბარებს თავის მნახველებს, თავის პოლიტიკურ თანაგუნდელებს და ეუბნება, რატომ არ ილაპარაკეთ ჩემზე, როგორ არ დაუთმეთ მედიის ორი მესამედი ჩემზე საუბარს. რატომ არ ითხოვთ ისტერიულად ჩემ გადაყვანას საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ დავალებებს აძლევს, იმიტომ, რომ სხვა ახსნა ამას არ აქვს. მოქმედებასაც ითხოვს და ნანახი გვაქვს ცესკოს ღობეზე შემხტარი მისი თანაგუნდელები, პარლამენტის ბოიკოტი, ყველაფერი ეს ნანახი გვაქვს. როგორც ჩანს, ამით რომ არ გამოდის ქვეყნის არევა, ამას ვერ ეგუება.
არ მგონია, სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე ქვეყანაში იყო და ჩამოვიდა. ესენი თავდებში რომ უდგებიან ახლა, მგონია, მაშინაც თავდებში ჩაუდგნენ, აქ თუ ჩამოხვალ მართლმსაჯულებას აგარიდებთო. მგონი, ამაში საქმე. დღეს ის ალბათ, პასუხს სთხოვს და ეუბნება, აი, თავდებში რომ ჩამიდექით და ჩამომიყვანეთ, ახლაც ჩამიდექით თავდებში და გამიყვანეთო. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ექიმები მოდიან, 18-მა ჯგუფმა გნახა, 800-მა მნახველმა გნახა, დაგინიშნეს წამლები, მოგიტანეს საკვები და შენ ამას არ აკეთებ. სხვა რა ახსნა აქვს?“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.