დერეკ შოლე: მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა დერეკ შოლემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.
Appreciated talks today with Georgian PM @GharibashviliGe in Tbilisi to discuss our bilateral partnership. We welcome Georgia’s active support in multilateral efforts to call out Russian aggression and to support the people of Ukraine. pic.twitter.com/mh7yoGNnXZ
— Derek Chollet (@CounselorDOS) May 19, 2022