უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია გრძელდება

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია. ამ დროისთვის გრძელდება ღონისძიებები ჩვენი გმირების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ალექსეი გრომოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები