ჯანმო-მ COVID-19-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია CanSino Biologics-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – Convidecia დაამტკიცა.
ორგანიზაციის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს არის უკვე მე-11 ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ იქნება გამოყენებადი.
ჯანმო-ს ექსპერტები Convidecia-ს გამოყენების რეკომენდაციას 18 წლის ზემოთ პირებზე გასცემენ.
პრეპარატის ეფექტურობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 64%-ს შეადგენს, ხოლო COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისას – 92%-ს.