ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით უკვე თითქმის 2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

ჩრდილოეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 262 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA) იტყობინება.

აღინიშნება, რომ აპრილის ბოლოდან სულ 1 მილიონ 978 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, ერთ დღეში 213 ათასზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა; 1 მილიონ 238 კი – აპრილის ბოლოდან გამოჯანმრთელდა. 740-ზე მეტი ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.

ვირუსს სულ 63 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები