ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9262 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.94424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0180 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0789 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0973 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები