ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემური ხედვა, პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ

ოპოზიციის აქცენტები იმაზე კეთდება, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მოვლენისგან შექმნან ისეთი მუხტი, რომელმაც უნდა ააფეთქოს და ამოატრიალოს ხელისუფლება. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატის ცვლილების გამოყენება დაიწყეს ამისთვის და აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება, ნახევარსაათიანი თუ ერთ საათიანი “ფეიკებით” რევოლუციის მოწყობა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სისტემური ხედვა და პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნია.

“ოპოზიციის პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემური ხედვა, პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ. სისტემურად რომ ავიღოთ, საქართველო და მისი პოლიტიკა გაცილებით წინ არის თავის ამომრჩევლიანად, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. სხვა კონსტიტუციაში ვცხოვრობთ, სხვა ინსტიტუციური მდგრადობა მოიპოვა ამ ქვეყანამ და პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საზოგადოებაში სულ სხვანაირია, გაიზარდა და ადვილად აღარ სჯერა ადამიანებს იმ პროპაგანდის, რა პროპაგანდითაც უნდათ რევოლუციის მოწყობა. მათი პოლიტიკა ვერ პოვებს აღქმას მოსახლეობაში – ვერც საარჩევნო თვალსაზრისით და ვერც ე.წ რევოლუციური სცენარების მოწყობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები