იაგო ხვიჩია: კარგი იქნება, “ნაცმოძრაობამ” ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, დავაკვირდებით, თუ ეს გზა წარმატებულია – მივბაძავთ

კარგი იქნება, “ნაცმოძრაობამ” ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, დავაკვირდებით – ეს გზა წარმატებულია თუ არა, თუ წარმატებულია – მივბაძავთ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობისა” და “გირჩის” ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ.

“კარგი იქნება, “ნაცმოძრაობამ” ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, დავაკვირდებით ეს გზა წარმატებულია თუ არა, თუ წარმატებულია – მივბაძავთ, თუ დავინახეთ, რომ გამარჯვების გზაა. მაგრამ თუ არ არის გამარჯვების გზა და პირიქით – ხრამია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ხრამში ხომ არ გადავყვებით. ვიცოდით, რომ ეს არასწორი იყო, ვაფრთხილებდით კოლეგებს, მაგრამ არ გვიჯერებდნენ და მერე აღარ ვთვლიდით თავს ვალდებულად ხრამში ჩავყოლოდით. კარგი იქნება ჩვენს და “ნაცმოძრაობის” ქმედებებს დააკვირდეთ, არ მგონია, იქ რაიმე საერთო ნახოთ, არ ვართ ჩვენ “ნაცები”, არც “ქოცები” ვართ, ორივეს გვაბრალებენ, მაგრამ ჩვენ “გირჩები” ვართ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები