ილია დარჩიაშვილი: საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნისგან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. საქართველოსა და ნატოელ პარტნიორებს აქვთ ძალიან აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა .
მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ნატოელ პარტნიორებთან, რათა მადრიდის ნატოს სამიტი საქართველოსთვის ხელშესახები შედეგებით დასრულდეს.