ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან

საქართველოსადმი კონსოლიდებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

“ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან.
რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ”, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები