დავითულიანი – ოპოზიციაზე: პარლამენტში შემოვიდნენ და გაპუფდნენ, ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან თუ რას აკეთებენ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიცია თავის რეალობას ქმნის, რომელსაც ნამდვილ რეალობასთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, პარლამენტში შემოსვლით “გაპუფებული” ოპოზიცია ახლა ცდილობს, “განიპუფოს”.

“როგორც ჩანს, ოპოზიციის ყველა ახალი ინიციატივა კარგად დავიწყებული ძველია. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ჯერ განაცხადა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, ყველა პუფი იქნებოდა, შემოვიდნენ და გაპუფდნენ. ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან თუ რას აკეთებენ?
ასე ქმნიდნენ სააკაშვილის ბიძის დავალებით ჩრდილოვან კაბინეტებს და რევოლუციურ კომიტეტებს, რაც უნდათ, ის უქნიათ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. იმედი აქვთ, რომ ვიღაც დარეკავს და აქ ყველაფერი შეიცვლება. ეგ დრო იყო საბჭოთა კავშირში, კრემლიდან ირეკებოდა და ეგ დრო დამთავრდა, იმ დროში ნუ არიან ჩარჩენილები“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები