ალეკო ელისაშვილი: სასაცილოც აღარ არის ეს ბოიკოტი – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ შეიძლება, რომ ფოცხს დააბიჯო ფეხი და შუბლში მოირტყა?!

“სასაცილოც აღარ არის ეს ბოიკოტი”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ გაჟღერებულ მოსაზრებას.

ელისაშვილის თქმით, პარლამენტში ოპოზიციას ბევრი ბერკეტი აქვს.

„სასაცილოც აღარ არის ეს ბოიკოტი – გავედით, პიკეტირება… არასერიოზულია, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას, ვერ ვხდები. თუ უნდათ საკუთარი თავის გაბაიბურება, კი ბატონო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ შეიძლება, რომ ფოცხს დააბიჯო ფეხი და შუბლში მოირტყა?! ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ პარლამენტში ოპოზიციას ბევრი ბერკეტი აქვს. ან რეგლამენტი წაიკითხონ ან უფრო სერიოზული საკითხებით დაკავდნენ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები