ქუთაისის მაგისტრალზე ტრაილერი გზიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის ავტობანზე – ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.

მაგისტრალზე ამ დროისთვის ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. “კვირა” დამატებით დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები