გიორგი ამილახვარი: თუ “ნაცმოძრაობა” საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკაში არ იქნება, ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს

“ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე სცენარის, როდესაც ოპოზიცია გადადის ბოიკოტში და კვლავ უბრუნდება პარლამენტს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.

ამილახვარის შეფასებით, თუ “ნაცმოძრაობა” საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკაში არ იქნება, ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს.

“ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე სცენარის, როდესაც ოპოზიცია გადადის ბოიკოტში და კვლავ უბრუნდება პარლამენტს. ეს ამ მოწვევის პარლამენტში უკვე მეორედ ვნახე და როგორც ჩანს 2024-მდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური კეკლუცობის და პოლარიზაციის გაღრმავების მაგალითი, სხვა ადგილი ამას რეალურ პოლიტიკასთან არ აქვს, საერთოდაც, პირდაპირ გეტყვით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, ამით პირიქით, ქართული პოლიტიკა იხეირებს”, – აცხადებს ამილახვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები